უნიკალური ალექსანდრ ჯორჯევიჩი

AutoSharing Option
სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯორჯევიჩმა უნიკალურ შედეგს მიაღწია. ის არის კალათბურთის ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში მიიღო მონაწილეობა როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში.

კალათბურთელის ამპლუაში ჯორჯევიჩის აქტივშია - 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლი, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ოქრო და გამარჯვებები 1991, 1995 და 1997 წლების ევრობასკეტებზე.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ჯორჯევიჩმა სერბეთს ვერცხლის მედალი მოაპოვებინა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე და 2016 წლის ოლიმპიადაზე. წელს კი მისმა გუნდმა ევრობასკეტის ფინალამდე მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული