იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა რვიდან რვა თამაშის მოგება შეძლეს. როგორც ირკვევა, "მშრალად" ჩემპიონატის მოგება - არც ისე იშვიათი შემთხვევაა ევრობასკეტის ისტორიაში: 24 ნაკრებს მიუღწევია ასეთი შედეგისთვის.
მიუხედავად ამისა, კონკურენცია იზრდება და სულ უფრო ჭირს ასეთი შედეგის ჩვენება. სლოვენიამდე ბოლო შემთხვევა 2003 წელს, ლიტველებს ჰქონდათ.
აი, როგორ გამოიყურება ევრობასკეტის დაუმარცხებელი ჩემპიონების სია:
ლატვია - 3/0 (1935)
ლიტვა - 5/0 (1937)
ლიტვა - 7/0 (1939)
ჩეხოსლოვაკია - 4/0 (1946)
სსრკ - 6/0
ეგვიპტე - 6/0 (1949)
სსრკ - 9/0 (1951)
სსრკ - 10/0 (1953)
სსრკ - 10/0 (1957)
სსრკ - 9/0 (1959)
სსრკ - 8/0 (1961)
სსრკ - 9/0 (1963)
სსრკ - 9/0 (1965)
სსრკ - 9/0 (1967)
სსრკ - 7/0 (1971)
იუგოსლავია - 7/0 (1973)
იუგოსლავია - 7/0 (1975)
სსრკ - 9/0 (1981)
იტალია - 7/0 (1983)
იუგოსლავია - 5/0 (1989)
იუგოსლავია - 5/0 (1991)
იუგოსლავია - 9/0 (1995)
იუგოსლავია - 6/0 (2001)
ლიტვა - 6/0 (2003)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"