აი, რა თქვა "ფენერბაჰჩეს" 57 წლის თავკაცმა საქართველოს ნაკრების ექსდამრიგებელზე:
"ვულოცავ დიდ წარმატებას იგორ კოკოშკოვს. ბევრისთვის ეს სიურპრიზი იყო, მაგრამ არა ჩემთვის - იგორი ჩემი ასისტენტი იყო სერბეთის ნაკრებში და ჩვენ ახლო ურთიერთობა ახლაც გვაქვს.
მან თავისი გზა აირჩია და ამერიკაში ყველასთვის უცნობი სპეციალისტიდან იქცა დაფასებულ ასისტენტად „იუტაში“, ხოლო სლოვენიასთან ერთად ნამდვილი სასწაული შექმნა".