გილოცავთ, საქართველო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას, საკალათბურთო და მთელ სპორტულ საზოგადოებას, სრულიად საქართველოს!

საქართველო ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს!


ეს ამბავი დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა თურგაი დემირელმა გამოაცხადა. გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად საქართველო იქნება მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი. ამ 4 ქვეყანაში ევრობასკეტის თითო ჯგუფის თამაშები ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპს ჯგუფებიდან გასული გუნდების შემადგენლობით გერმანია უმასპინძლებს.

მიუნხენში გამართულ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელთა დასახელების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესწრებოდნენ.

Sportall.Ge

გერმანიისა და ჩეხეთის შემდეგ ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა საქართველო დაასახელა, რასაც ქართული დელეგაცია დიდი ემოციებით შეხვდა. თურგაი დემირელმა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად საქართველოს ევრობასკეტის მასპინძლობა მიულოცა:

ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი მიღწევა. წარმატებებს გისურვებთ ტურნირის მიმდინარეობისას. დარწმუნებული ვარ, ყველა პირობას შეასრულებთ. ასე რომ, მთელი ფიბა-ევროპის სახელით გილოცავთ!

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველას გილოცავთ!!!
ზვიადი
08:03 16-07-2019
0
ყველას ვულოცავ ვისაც კალათბურთი უყვარს თუ არა, ყველა შემთხვევაში ძალიან მაგარია ჯერ ერთი ქართველი გულშემატკივარი უმაღლესი დონის თამაშებს ვნახავთ ცოცხლად და მეორე მთელი მსოფლიო გაიგებს საქართველოს შესახებ
ზიზუ
21:16 15-07-2019
0

სიახლეები პოპულარული