FIBA-მ ევრობასკეტ 2021-ის ოფიციალური ლოგო წარმოადგინა

AutoSharing Option
საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) ოფიციალურად წარმოადგინა ევრობასკეტ 2021-ის ლოგო, რომლის ინსპირაციაა WI-FI-ს სიმბოლო.

ლოგოს პრეზენტაცია 4 მასპინძელ ქვეყანაში - ჩეხეთში, საქართველოში, იტალიასა და გერმანიაში ერთდროულად გაშუქდა.

საქართველოში ევრობასკეტის ოფიციალური ლოგოს წარდგენა საქართველოს "პირველ არხზე", გადაცემა "ტაიმაუტის" პირდაპირ ეთერში შედგა, სადაც სტუმრად იმყოფებოდნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი.

2021 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ევროპასა და მსოფლიოში. ევროპული კალათბურთი ექცევა მსოფლიო ყურადღების ცენტრში და იძენს გლობალურ მასშტაბს.

ლოგოზე გამოსახულ ნიშნებს აქვს
შესაბამისი მნიშვნელობა და დატვირთვა. ინტერნეტის ეპოქაში ეს სიმბოლოები ყველასათვის კარგად ნაცნობია. მაგალითად: ჰეშთეგი, სიხშირის გადაცემის სიმბოლო, მედიაგაშუქების სიმბოლო და სხვა, რომლებიც გლობალური კავშირის გამომხატველია.

გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთიანდებიან კალათბურთის გარშემო ყველანაირი საზღვრის გარეშე. ეს გაერთიანება დრამატული, ემოციებით, მღელვარებითა და მოლოდინით სავსეა, რაც მსოფლიო კალათბურთის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ევროპული კალათბურთი ძლიერ და მჭიდრო კავშირს ამყარებს გულშემატკივრებში.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დარბაზი სად არის მორიგი აფიორა წლის ბოლოს დავასახელებტ ადგილსო
შოთა გუგეშაშვილი
17:23 16-12-2019
0

სიახლეები პოპულარული