გადაწყდა, სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2021-ისთვის ახალი დარბაზი აშენდება.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ კალათბურთში ევრობასკეტის მასპინძლობისთვის შესაძლოა ახალი დარბაზი აშენებულიყო და ეს ამბავი საბოლოოდ გადაწყდა.

კერძოდ, ოლიმპიური სასახლის რეკონსტრუქცია აღარ მოხდება და მის ნაცვლად, ამავე შენობის გვერდით ახალი 10 000-იანი დარბაზი აშენდება. ახალ დარბაზს კი ორდონიანი, 400 მანქანაზე გათვლილი პარკინგი ექნება.

ოფიციალური სამუშაოები დღეიდან იწყება და 2021 წლის მაისში ან ივნისში დასრულდება.

აღნიშნული ინფორმაცია გადაცემაში "სპორტი იმედზე" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ დაადასტურა.

ახალი შენობის დიზაინს მთავრობა ორ-სამ კვირაში წარადგენს.

"ახალ წლამდე ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული სპორტის სასახლის ერთი დარბაზის რეკონსტრუქცია მომხდარიყო, თუმცა შემდეგ მოხდა საკითხის დამატებით განხილვა.

ამ სასახლეს გვერდზე აქვს მიწის ნაკვეთი და მთელი გასული პერიოდის განმავლობაში ვამუშავებდით არქიტექტორთა ჯგუფებს, რათა გაგვერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა არსებულ ფართზე ახალი დარბაზის აშენება.

აღმოჩნდა, რომ არის საშუალება, არ მოხდეს ძველი სასახლის დემონტაჟი, არამედ აიგოს სრულიად ახალი 10-ათასკაციანი დარბაზი, რომელიც ევრობასკეტის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

უკვე დავიწყეთ შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, ხვალიდან კი დაიწყება იმ მიწის გატანა, რომელიც არსებული სპორტის სასახლის მშენებლობის დროს გვერდზე მდებარე მიწის ნაკვეთზე დაიყარა. მოხდება სამშენებლო პოლიგონის მომზადება და უკვე არქიტექტურულ ნაწილზე გადავალთ.

ახალი დარბაზი გვირაბებით დაუკავშირდება უკვე არსებულ შენობებს და ფაქტობრივად, გვექნება ერთიანი სპორტული კომპლექსი 3 დარბაზით, გათვლილი 10 000, 3 000 და 800 მაყურებელზე.

სათქმელია ისიც, რომ ახალ არენას ორდონიანი პარკინგი ექნება, რომელიც 400 ადამიანზე იქნება გათვლილი. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, იმაზე უკეთესი ინფრასტრუქტურა გვექნება, ვიდრე ეს რეალურად სჭირდება ევროპის ჩემპიონატის მიღებას.

როგორც აღვნიშნეთ, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, ორ-სამ კვირაში კი საზოგადოებას ახალი დარბაზის დიზაინსაც წარვუდგენთ. არსებული გათვლებით, მშენებლობის პროცესი 2021 წლის მაისში ან ივნისში დასრულდება".

შეგახსენებთ, ევრობასკეტი 2021 ოთხ ქვეყანაში: საქართველოში (თბილისი), იტალიაში (მილანი), ჩეხეთსა (პრაღა) და გერმანიაში (კიოლნი, ჯგუფური; ბერლინი, ფინალი) ჩატარდება. ტურნირი 2 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბრამდე გასტანს.

მკითხველის კომენტარები / 35 /
მგონი გვეშველა ბოლოსდაბოლოს
qomagi
20 იანვარი 2020 11:23
0
მთავრობამ ისევ გადაგვაგდო!! მიმხვედრი მიხვდება!!
სხვა რაკურსი2
20 იანვარი 2020 14:03
10
კარგია! ოღონდ ადგილი არ მომწონს! სტუმრები, გუნდებიან გულშემატმკივრებიანა იმ სასაფლაოებით გარშემორტყმულ ადგილებზე რავიცი რამდენად სასიამოვნო გარემოა :-))
ვაჟა
20 იანვარი 2020 12:06
6
ფული ქონიათ და რას წუწუნებდნენ ააშენონ დიღომში და არა სასაფლაოების გვერდით. სირცხვილია უცხოელებს რა წარმოდგენა დარჩებათ ჩვენს ქვეყანაზე. ფულის მთქვლეფავი სამარცხვინო კორუმპირებული მთავრობა!!!
!
20 იანვარი 2020 13:49
35
პირადა მე, ახალი სპორტის სასახლის აშენება ზედმეტად მიმაჩნია. არის თბილისში შესანიშნავი,ისტორიული სპორტის სასახლე, თაღოვანი გადახურვით... სჯობს იმის მოდერნიზაცია და რეგიონებში სპორტული დარბაზების აშენება.
tngh
20 იანვარი 2020 12:30
10
ხოდა დავასამარებდ იმ სასაპლაოზე მაგარი ნაკრები გვკავს და დარბაზის მაგარი კეტდება გილოცავდ კველას
revazi
20 იანვარი 2020 12:19
0
გამეცით პასუხი!
რით იქნება ახალი აშენებული დარბაზი იმაზე უკეთესი, რომელიც მის გვერდით დგას და რომელიც "ფურთხით" არის აშენებული?
saakaze
20 იანვარი 2020 14:59
24
რად გვინდა ერთ ქალაქში ამდენი დარბაზი? რაში ვხარჯავთ უყაირათოდ ფულს. ანუ სპორტის სასახლე, პლიუს ახლა ეს სამი დარბაზი? მარაზმია.
გელა ნუგზარაშვილი
20 იანვარი 2020 11:42
23
საერთოდ რა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა გვინდა ამ ღატაკ ქვეყანას. მდიდარი ქვეყნებიც კი უარს ამბობენ მასშტაბური სპორტული ღონისძიეების ჩატარებაზე, თუ უკვე არ აქვთ გამართული ინფრასტრუქტურა. ეს არის ინვსეტცია, რომელსაც არ მოაქვს სათანადო უკუგება. გადახედეთ ე.წ. ოლიმპიურ სოფლებს და არენებს - საბერძნეთი, ბარსელონა, სოჩა. გერმანიაში, გარმიშ პარტენკირხენში, როდესაც დადგა ოლიმპიადის ჩატარების საკითხი, გამოკითხეს მოსახლეობა და მათ განაცხადეს უარი, რადგან ჩათვალეს რომ გაწეული ხარჯი და ეკოლოგიური ზიანი ბევრად დიდი იქნებოდა, ვიდრე მიღებული დადებითი ეფექტი.
ჯონი
20 იანვარი 2020 16:04
6
ძალიან კარგი ამბავია
ზურა
20 იანვარი 2020 12:44
0
ამათი ჩამოუყალიბებელი .... .......
givi
20 იანვარი 2020 11:42
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული