ევრობასკეტი დაიწყო, ესპანეთმა ბულგარეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ სექტემბერს, 2022 წლის ევრობასკეტის პირველი შეხვედრა A ჯგუფში ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გაიმართა. ფავორიტად შერაცხულმა ესპანეთმა მოწინააღმდეგე 114:87 დაამარცხა და გათამაშებაში პირველი გამარჯვებაც ჩაიწერა.

მძიმე დასაწყისის შემდეგ "ლა როხამ" თავისი თამაში მალევე იპოვა და დიდ შესვენებაზე გამანადგურებელი სხვაობით, 57:35 გავიდა.

მეორე ტაიმში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა.

ესპანელების მხრიდან საუკეთესო ლორენსო ბრაუნი იყო. "უნიკსის" კალათბურთელმა მოედანზე 17:24 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 17 ქულით, 5 ასისტითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

ტრადიციულად კარგად
გამოიყურებოდნენ ძმები ერნანგომესები (ვილიმ 16, ხუანჩომ კი 13 ქულა ჩააგდო). სათადარიგო სკამიდან შეხვედრაში მშვენივრად ჩაერთო ლეგენდარული რუდი ფერნანდესი - 37 წლის კალათბურთელმა საკუთარ ნაკრებს 14 ქულა, 2 მოხსნა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ბულგარელების მხრიდან ალექსანდრ ვეზენკოვმა 26 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, პავლინ ივანოვმა 16 ქულა მიითვალა.

ესპანეთი მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ბულგარეთი იმავე რიცხვში თურქებს შეხვდება.

შეგახსენებთ, ამავე ჯგუფში გამოდის საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, რომელიც თავის პირველ მატჩს ბელგიის წინააღმდეგ დღეს, 21:00 საათზე ჩაატარებს, ამ მატჩამდე კი თურქეთი მონტენეგროს დაუპირისპირდება (18:15 საათზე).
მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე მაინც შეეშვათ ხალხი!!საშინელი სანახავი იყო ცარიელი დარბაზი,საქართველოს თამაშებზეც არ მივა ხალხი!!!
გიორგი
01 სექტემბერი 2022 21:01
1
საქართველოს თამაშს შეივსება!! და თურქებს რატო არ ჩამოყვნენ? აქვე არიან! ქვეყანა რა შუაშია ჩვენზე მაგარი ქვეყანა მე არსად მინახავს ერთმანეთის სიყვარული გვაკლია სხვა დანარჩენი მოვა!!!
ბოკინიო
01 სექტემბერი 2022 20:09
1
თურქების და მონტენეგროს თამაშზე დარბაზი ცარიელია...რუსებით სავსეა საქართველო მარტო 8000 ზე მეტი რუსული და ბელარუსიის ფირმებია დარეგისტრირებულები საქართველოში...ამ დონის ტურნირი ტარდება და უცხოელი ტურისტზე საუბარი ზედმეტია...ბალეშიკებმაც არ იკადრეს ჩამოსვლა..მარაზმია სუფთა
მოქალაქე
01 სექტემბერი 2022 19:10
3
ასეთი რა ქვეყანა გვაქვს და მოვაწყვეთ,რომ 1000 კაცი არ ჩამოყვა საბალეშიკოთ ესპანეთს ან ბულგარეთს...რუსებით ხომ არის გავსებული ქვეყანა...მარაზმია სუფთა
მოქალაქე
01 სექტემბერი 2022 18:09
20
ვინც დისლაიქებს სვავს რუსეთის მიმდევარია...შეხედეთ სხვა ქვეყნებში სავსეა დარბაზი..ბოსნია გერ. უნგრეთის მატჩზე სავსე იყო დარბაზი კიოლნის...ჩვენთან არც კადრულობენ ჩამოსვლას დაჟე თურქებმა კი თქვეს უარი....ცარიელია დარბაზი
დისლაიქი
01 სექტემბერი 2022 19:03
4
მიუხედავათ დამაჯერებელი მოგებისა ესპანეთმა სულაც არ დატოვა უძლეველის შთაბეჭდილება.
რრრ
01 სექტემბერი 2022 17:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული