"თბილისში საშინელი ატმოსფეროა" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვერთნელმა, ერგინ ატამანმა ევრობასკეტის ორგანიზატორები გააკრიტიკა, კერძოდ, სპეციალისტმა თბილისში გულშემატკივარის დასწრებაზე ისაუბრა:

"ამ ტურნირზე დიდი მიზნები გვაქვს, ამისთვის კი რაც შეიძლება ცოტა შეცდომა უნდა დავუშვათ. მინდა ჩემმა გუნდმა იდეალურად ითამაშოს, დაცვასა და შეტევაში მეტი მოქნილობა გვჭირდება.

ვაღიარებ, რომ პირველ თამაშში ტურნირის დაწყების მღელვარებამ თავისი ქნა, ასევე შეიძლება იყოს კონცენტრაციის ნაკლებობაც, რადგან თბილისში მატჩებზე საშინელი ატმოსფეროა, არავინ არ მოდის სტადიონზე, მხოლოდ საქართველოს ნაკრების თამაშს ესწრებიან, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ" - განაცხადა ატამანმა.

შეგახსენებთ, თურქებმა მონტენეგრო 72:68 დაამარცხეს,
მეორე ეტაპზე მათი მეტოქე ბულგარეთი იქნება, მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 33 /
ეხლა მოვიძიე ინფორმაცია და აღმოვაჩინე რომ თურქეთში 2017წელს ევრობასკეტზე ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის მატჩზე ესწრებოდა 303 ადამიანი "ULKER SPORT ARENA, ISTAMBUL"! და ეს პროვოკატორი ამბობს ჩვენზე რამეს?! თქვენც შეგიძლიათ გადაამოწმოთ მარტივად WIKIPEDIA-ში თუ რამდენი ადამიანი ესწრებოდა მატჩებს!
.
03 სექტემბერი 2022 20:58
2
ამას ახლაა არააქ?სავსეა თურქებით ქვეყანა და მეორეცაა ორი ფეხის ნაბიჯზეა ჩამოვიდნენ და დაესწრონ.
მოსეხონელი
03 სექტემბერი 2022 17:00
3
საშინლად დაპროექტებულია თბილისის ახალი არენა!! ევრობასკეტის სხვა თამაშებს ვუყურებ და ულამაზესი არენებია სხვა ქალაქებში,ჩვენი კი სტადიონს გავს ვიდრე საკალათბურთო დარბაზს!ესპანეთის მწვრთნელ სკარიოლოსაც არ მოეწონა!!!;
ირაკლი
03 სექტემბერი 2022 17:00
16
ყველას გვინდა თამაზე წასვლა ისეთი ფასები აქვთ მდიდრებიც ვერ ყიდულობენ))
ევრობასკეტი ცარიელი ტრიბუნების წინ,სირცხვილია,ვითომ პანდემიაა ესე ვთქვათ
მადრიდისტი
03 სექტემბერი 2022 16:55
3
ორი "ზ" უნდა დაგეწერა, "ყველას გვინდა თამაზზე წასვლა"
თამაზი
04 სექტემბერი 2022 02:41
7
სუ ყველა, რომ წავაგოთ ამათ მაინც უნდა მოუგოთ რა, იმედია დღეს ბულგარელები ლარკინს დაამტვრევენ. რა უნდა ვერ გავიგე ჩამოთრეულიყო მისი თურქები ეყიდათ ბილეთები რა ძაან შორი გზა აქვთ გასავლელი თუ რა.
გოგი
03 სექტემბერი 2022 16:46
3
სრულად ვეთანხმები ამ კაცს. ესპანეთი თამაშობდა და 100 კაცი ესწრებოდა. თუ არ გვინდა ვინ გვაძალებს
მეგრელი
03 სექტემბერი 2022 16:36
18
130 ლარს რომ გადაიხდი ბილეთში და მესამედს ვერ ხედავ. მაგარი ცეხი აუშენებიათ.....
დავითი
03 სექტემბერი 2022 16:46
2
კი, უფასოდ დაგვასწრებენ და თან ცივი ნაყინითაც გაგვიმასპინძლდებიან....ზოგი 150 ლარზე 2 კვირა მუშაობს.
ფირუზა
03 სექტემბერი 2022 16:31
2
შე ჩემისა, თვითონ თურქებს არ უნდათ მოსვლა და დასწრება და მე რას მთხოვ!!!!!
ვაჩე!
03 სექტემბერი 2022 16:31
2
Sheni gudnis tamashis tu ar vnaxe magis yurebas qalta fexburts vuyuro jobia. Gulshematkivrebi kide camogeyvanat osmaletidan
Aleko
03 სექტემბერი 2022 16:17
4
ეყიდათ თურქებს ბილეთები და გექნებოდათ დასწრება თქვე უჯიშოებო
D
03 სექტემბერი 2022 16:16
2

სიახლეები პოპულარული