"თბილისში საშინელი ატმოსფეროა" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვერთნელმა, ერგინ ატამანმა ევრობასკეტის ორგანიზატორები გააკრიტიკა, კერძოდ, სპეციალისტმა თბილისში გულშემატკივარის დასწრებაზე ისაუბრა:

"ამ ტურნირზე დიდი მიზნები გვაქვს, ამისთვის კი რაც შეიძლება ცოტა შეცდომა უნდა დავუშვათ. მინდა ჩემმა გუნდმა იდეალურად ითამაშოს, დაცვასა და შეტევაში მეტი მოქნილობა გვჭირდება.

ვაღიარებ, რომ პირველ თამაშში ტურნირის დაწყების მღელვარებამ თავისი ქნა, ასევე შეიძლება იყოს კონცენტრაციის ნაკლებობაც, რადგან თბილისში მატჩებზე საშინელი ატმოსფეროა, არავინ არ მოდის სტადიონზე, მხოლოდ საქართველოს ნაკრების თამაშს ესწრებიან, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ" - განაცხადა ატამანმა.

შეგახსენებთ, თურქებმა მონტენეგრო 72:68 დაამარცხეს,
მეორე ეტაპზე მათი მეტოქე ბულგარეთი იქნება, მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 33 /
სამწუხაროა, რომ მაყურებლის სერიოზული ნაკლებობაა...
tngh
03 სექტემბერი 2022 16:03
1
ეს ხო ჯანმრთელად არის ნეტა? ამას რა უნდა რომ ქართველებმა ვუგულშემატკივროდ, თურქები არ ჩამოვიდნენ ორგანიზტორები რა შუაში არიან.
ზურა
03 სექტემბერი 2022 15:58
3
რომელი მილიონერები ჩვენ ვართ რომ 45-150 ლარები ვიხადოთ ვიღაცის თამაშზე, ჩვენები რომ თამაშობდნენ კიდევ ჰო... დაუწიონ მაინც ფასებს, რეკლამაც არ იყო სათანადო
!
03 სექტემბერი 2022 15:50
1
ბათუმი თურქებს მიაქვთო და 200 თურქი ვეღარ შეგროვდით საგულშემატკივროთ ჩამოსულიყვნენ? ჩვენზე გადმოაქვს ისრებიდა თავის ქომაგებზე არაფერს ამბობს ყურის ძირში ყავს.
G.LA
03 სექტემბერი 2022 15:49
4
ჩამოსულიყვნენ თურქები, ორ ნაბიჯში არიან.
უამრავი ლიტველი დაესწრო და კვლავაც დაესწრება ლიტვის თამაშს.
სამართალი
03 სექტემბერი 2022 15:31
3
უინტერესო ჯგუფია. კალათბურთზე არ ვგიჟდება მაგრამ სლოვენია ლიტვას სიამოვნებით ვუყურე. ამ თამაშზე მივიდოდი. საქართველოზე დავდივარ. შეიძლება გადამწყვეტი მატჩი რო იყოს თურქეთსაც დავესწრო.
ბოკინიო
03 სექტემბერი 2022 15:29
5
რა ღირს ბილეთები? არ ვიმყოფები საქართველოში და მაინტერესებს.
დიმო
03 სექტემბერი 2022 14:51
0
45 ლ - 150 ლ
ვახო
03 სექტემბერი 2022 15:25
0
და ორგანიზატორებს რას ერჩის ? რაა ძალით მირეკონ ხალხი დარბაზში ? არ უნდა ხალხს შენი ყურება და შეეკითხე თუ გინდაა PP
zura222
03 სექტემბერი 2022 14:16
11
მართალი თქვა, სისულელე მოაწყეს. ასე ოცდაჩვიდმეტ ქვეყანაში ტურნირის ჩატარება სისულელეა. უფასო მაინც გახადეთ სხვა მაკრებების მატჩი
Semi
03 სექტემბერი 2022 14:05
6

სიახლეები პოპულარული