საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეორე დღეს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 90:64 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, ახალგაზრდა გამთამაშებელმა 13 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.

"ლა როხადან" გამოირჩა ვილი ერნანგომესი, "ნიუ ორლეანის" ცენტრმა 14 ქულა და 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

საქართველოს ნაკრები 2 დან 2 მარცხით A ჯგუფის ბოლო, მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 21:00 საათზე გამართავს.

ესპანეთის ნაკრები 2 გამარჯვებით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, სერჟიო სკარიოლოს გუნდი
კვირას, ბელგიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მათი შეხვედრა 18:15 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ფაქტობრივად ვერ მოახერხა გოგა ბითაძემ, იმედია ხვალინდელ მატჩში საქართველოს ნაკრებისა და "ინდიანა პეისერსის" ცენტრი მოედანზე გამოსვლას შეძლებს და ბელგიასთან მიღებული ტრავმა აღარ შეაწუხებს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
მწვრთნელი შეცვალეთ, ბაბუაჩემს აქვს ცხონება, თორემ უფრო უარეს დღეში აღმოვჩნდებით.
Idki
04 სექტემბერი 2022 19:10
1
პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს! არ ვეთანხმები, რომ თურქეთთან თამაში გადამწყვეტია. რა თქმა უნდა, მათთან მოგება შესაძლებელია, მაგრამ ვთვლი, რომ წაგების შემდეგაც შეიძლება მე-3 ადგილით გასვლა. თუ ყველა მოუგებს ბულგარეთს, ხოლი თურქეთი და ესპანეთი ასევე ყველას, ჩვენ მონტენეგროს 5(მინიმუმ) ქულით, მაშინ ჩვენ, ბელგიას და მონტენეგროს 2-2 ქულა გვექნება, ბურთები კი: საქართველო +2, ჩერნოგორია +1,ბელგია - 3. ეეეეჰ, ღმერთმა მისმინოს (ბოლო ნაწილში)
Alexandre
04 სექტემბერი 2022 16:40
0
Როგორც ჩანს ბიჭები უბრალოდ გადაღლილები და გადამწვრები არიან, შერმადინს შეხედეთ მაგალითად. Შესაბამისად ყოველი თამაშის მიწურულს სულ აგებენ.
Ამაში დამნაშავე ჩემის აზრით სამწვრთნელო შტაბია, მომზადების გეგმა, შემცვლელების უთამაშებლობა და ა.შ.
ირაკლი
04 სექტემბერი 2022 15:36
0
მხოლოდ ფაქტები!!! შეხედეთ სროლების(ჩაგდების) პროცენტულ მაჩვენებლებს და მიხვდებით რომ განსაკუთრებული პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს სამწუხაროდ!!! დაცვაში თამაშზე და ბურთის დაკარგვაზე აღარ არის საუბარი!!! 21-ე საუკუნეში სამქულიანს ვინ ჩივის ორქულიანის სტაბილური მსროლელი არ გვყავსვდა რას ველით?!
??????
04 სექტემბერი 2022 15:03
0
ყველა გინდი გვჯობნის სამქულიანების სროლაში და სხვაზე აღარ ვამბობ ორი კაცი არაა სამიანენბს რომ ისროდეს!
ნიკა
04 სექტემბერი 2022 14:25
0
ესპანეთთან რატომ წააგეთო მაგას არავინ ამბობს მაგრამ ის რასაც 1-2-3 კაცის გარდა ნაკრების მოთამაშეები აკეთებენ სრული კატასტროფაა და არანაირად შეეფერება ევროპის ჩემპიონატის დონეს სამწუხაროდ!!!! დიდი ალბათობით თურქეთიც მოგვიგებს და მაკედონიაც სამწუხაროდ!!! რეალობაა !!!
!!!
04 სექტემბერი 2022 14:23
0
არ ათამაშოთ დღეს ბითაძე. ტრავმა არ გაუმიზეზოთ. არც გუშინ უნდა გამოგეყვანათ.
მთავარი თამაშები მონტენეგროსთან და ბულგარეთთან გვაქვს.
ბათუმელი ექსპერტი
04 სექტემბერი 2022 14:21
0
ესპანეთთან თამაშის მეორე ტაიმში,ხალხმა დარბაზი დატოვა!! ძაან უჯიგროდ ითამაშეს ბიჭებმა,შეიძლება ძალებს ინახავენ შემდეგი თამაშებისთვის
სოსო
04 სექტემბერი 2022 13:51
0
რა მაინტერესებს იცით კალადბურთის ყურება დგეს დაიწყეთ ადრე მაღალი კლასის 4 კალადბურთელი გვყავდა ზაზა თორნიკე მანუჩარი ვიქტორი ვიძახოდით სკამიდან ვერავინ ეხმარებაო ეხლა სამი გვყავდა და ორი დავკარგეთ თორნიკე და გოგა რაუნდა გავაკეთოდ ან რაუნდა მოვთხოვოდ გუნდს ასე უიღბლოდ რომ დაგვემტვრა ორივე ზუროსი კიარა პოპოვიჩი რომ მოიყვანო ხალხი არ ყავს რაუნდა გააკეთოს
სოსო
04 სექტემბერი 2022 12:35
3
Დაგეთამხმებოდი,მაგრამ ვის ყავს ჩვენზე მაღალი კლასის მოთამაშეები? Უნგრეთს? Ისრაელს? Პოლონეთს? ბელგიას? Ყველა რომ უგებს საქართველოს ნაკრებს თავისი შენგელიათი? Ასე რომ ეგ არგუმენტი არაფრად ბარგივართ და რა გიკვირთო დამარცხებული მენტალიტეტის უმწეო არგუმენტია!
Irakli
04 სექტემბერი 2022 13:55
0
ესაა ჩვენი კალათბურთი ესროლა ვერ ჩააგდო
rembo
04 სექტემბერი 2022 11:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული