"გასახდელში თავს 5 ადამიანი დაგვესხა" - კორკმაზის განცხადება

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების კალათბურთელმა ფურქან კორკმაზმა დუდა სანაძესთან დაპირისპირების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ფილადელფიას" მოთამაშის თქმით, გასახდელში მას 5 ადამიანი დაესხა თავს.

"პირველად დუდამ მომაყენა შეურაცხყოფა. არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც ასეთ დროს ჩუმდება. გაძევების შემდეგ გასახდელისკენ წავედი. არანაირი უსაფრთხოების ზომები დაცული არ ყოფილა, სამი ქართველი მოთამაშე, მათ შორის, სანაძე და დაცვის ორი თანამშრომელი, ჩვენკენ გამოიქცა. ერთმანეთს მუშტებით გავუსწორდით. ეს ყველაფერი ქუჩის ჩხუბს ჰგავდა, ისინი თავს დაგვესხნენ და ჩვენ თავი დავიცავით" - განაცხადა კორკმაზმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო შეხვედრას "ბულგარეთის"
ნაკრების წინააღმდეგ ხვალ, 21:00 საათზე გამართავს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
ამას რა ქვია, როცა ჯერ გასახდელისკენ ეძახი კაცს და გასახდელში როცა მოვა ის კაცი, ამას საჯაროდ ამბობ. რა ჰქვია და არაკაცობა, მეორენაირად ბოზობა, შენ ორივე ხარ კოკმანდი ხარ თუ კოკნარი
4
ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი. თავად მოიქცნენ მხეცებივით და არანაირი პატივისცემა მასპინძლების მიმართ არ გამოუჩენიათ, ამას მოწმობს ატამანის წინა დღის განცხადებები, სადაც ძალიან ცუდად ისაუბრა გულშემატკივრების არ დასწრებაზე. ვერ დავიჯერებ, რომ დუდამ და დაცვის წევრებმა ამ არსებაზე ხელი აწიეს, პირიქით უფრო მგონია, თუ ასეთი ფაქტი საერთოდ მოხდა
ვენეციის კომისია
19:25 05-09-2022
0

სიახლეები პოპულარული