იანისსა და საბერძნეთს ვერავინ აჩერებს - 5 მოგება და პლეი-ოფის საგზური [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის მე-5 ტურში საბერძნეთი ესტონეთს დაუპირისპირდა და 90:69 დაამარცხა.

ბერძენთა შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუნმპომ მორიგი მეგა-შეხვედრა ჩაატარა. NBA-ს ორგზის საუკეთესო კალათბურთელმა თავი 25 ქულით, 5 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ესტონელების მხრიდან სიმ-სანდერ ვენემ გუნდს 19 ქულა და 2 მოხსნა შესძინა.

ამრიგად, საბერძნეთმა 5 მოგებითა და 0 წაგებით C ჯგუფი მოიგო და პლეი-ოფში გავიდა, სადაც D ჯგუფის მეოთხეადგილოსან ჩეხეთს შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული