უმძიმეს ბრძოლაში ფრანგებმა თურქები მინიმალური სხვაობით დაამარცხეს

AutoSharing Option
დღეს, 10 სექტემბერს, ბერლინში ევრობასკეტის პლეი-ოფის ეტაპი დაიწყო.

საფრანგეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 87:86 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე 12.2 წამით ადრე თურქები 77:75 იგებდნენ, კაბარომ (ფრანგია) არასპორტული ჯარიმა აიღო, ხაზზე ჩედი ოსმანი მივიდა, რომელმაც 2-დან ორივე გააფუჭა, შემდეგ თურქებმა ბურთი ცუდად შემოიტანეს, ფრანგებმა ჩააგდეს და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

დამატებით დროში თურქებმა შანსი მაინც მიიღეს, თუმცა კორკმაზმა ბურთი დაკარგა და მატჩის ბედიც გა
დაწყდა.

საფრანგეთის მხრიდან საუკეთესო რუდი გობერი გახლდათ, რომელმაც თავი 20 ქულით, 17 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. გამოიჩინა.

თურქების შემადგენლობიდან ბუგრაჰან ტუნჩერმა 22 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ შეხვედრები შემდეგი მიმდინარეობით გაიმართება:

სლოვენია - ბელგია 16:45 საათი

გერმანია - მონტენეგრო 20:00 საათი

ესპანეთი - ლიეტუვა 22:45 საათი
მკითხველის კომენტარები / 10 /
თურქებმა,მონტენეგროელებს ჩვენი დამარცხების შემდეგ გაუგზავნეს ბაქლავა,ასე დაგვამცირეს თავიანთი ჭკუით,ახლა ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ფრანგებს ხაჭაპური!!!
ბექა
16:36 10-09-2022
1
ქორქმაზს სამართალმა უწია გადამწყვეტ მომენტში.

P.S. თურქებმა ვერც ბერლინის ტრიბუნები შეავსეს.
ანდრი
16:27 10-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული