გერმანიამ საბერძნეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 13 სექტემბერს, ევრობასკეტის მეოთხედფინალური ეტაპის 2 შეხვედრა გაიმართა.

მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, საბერძნეთი, 107:96 დაამარცხა.

გერმანელების მხრიდან დენის შროდერმა თავი 26 ქულით, 3 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ანდრეას ობსტმა და ფრანს ვაგნერმა თანაბარი, 19-19 ქულა მიითვალეს.

ბერძნების შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუნმპომ გუნდს 31 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.


ესპანეთის ნაკრები ფინეთს შეხვ
და და 100:90 დაამარცხა.

"ლა როხას" მხრიდან ვილი ერნანგომესმა 27 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

ხუანჩო ერნანგომესმა გუნდს 15 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ფინელების მხრიდან ლაური მარკანენმა აქტივში 28 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.


ამრიგად, გერმანია და ესპანეთი ნახევარფინალში გავიდნენ, 16 სექტემბერს კი ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რაც რუდი ფერნანდესმა ჩაიდინა აი ეს არის ქვეყნის სიყვარული, ქართველო სპორტსმენებო!!!!და არა, ჰიმნის ღრიალით შესრულება და მკერდზე მჯიღის ტრყმა!!!!!!!!!!
ბექა
16:04 14-09-2022
1
ესპანეთს ვგულშემატკივრობ,მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს როგორ ღირსეულად ეჭირათ თავი თბილისში,თურქებისგან განსხვავებით,მათ არ უთქვიათ რა გვინდა თბილისში,არადა დარწმუნებული ვარ საორგანიზაციო პრობლემები მათაც აწუხებდათ მაგრამ მასპინძელ ქვეყანას პატივის სცეს!!!!
სოსო
13:49 14-09-2022
1

სიახლეები პოპულარული