გერმანიამ საბერძნეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 13 სექტემბერს, ევრობასკეტის მეოთხედფინალური ეტაპის 2 შეხვედრა გაიმართა.

მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, საბერძნეთი, 107:96 დაამარცხა.

გერმანელების მხრიდან დენის შროდერმა თავი 26 ქულით, 3 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ანდრეას ობსტმა და ფრანს ვაგნერმა თანაბარი, 19-19 ქულა მიითვალეს.

ბერძნების შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუნმპომ გუნდს 31 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.


ესპანეთის ნაკრები ფინეთს შეხვ
და და 100:90 დაამარცხა.

"ლა როხას" მხრიდან ვილი ერნანგომესმა 27 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

ხუანჩო ერნანგომესმა გუნდს 15 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ფინელების მხრიდან ლაური მარკანენმა აქტივში 28 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.


ამრიგად, გერმანია და ესპანეთი ნახევარფინალში გავიდნენ, 16 სექტემბერს კი ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რაც რუდი ფერნანდესმა ჩაიდინა აი ეს არის ქვეყნის სიყვარული, ქართველო სპორტსმენებო!!!!და არა, ჰიმნის ღრიალით შესრულება და მკერდზე მჯიღის ტრყმა!!!!!!!!!!
ბექა
14 სექტემბერი 2022 16:04
1
ესპანეთს ვგულშემატკივრობ,მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს როგორ ღირსეულად ეჭირათ თავი თბილისში,თურქებისგან განსხვავებით,მათ არ უთქვიათ რა გვინდა თბილისში,არადა დარწმუნებული ვარ საორგანიზაციო პრობლემები მათაც აწუხებდათ მაგრამ მასპინძელ ქვეყანას პატივის სცეს!!!!
სოსო
14 სექტემბერი 2022 13:49
1
კანის ფერი, რომ გამოვრიცხოთ ტანის მოყვანილობით და აღნაგობით რატი ძაან ჩამოგავს დენის შრიოდერს, თუ ოფლის ღვრა და შრომა არ ეზარება მასაც შეუძლია შრიოდერის დონეზე თამაში.
ტტტ
14 სექტემბერი 2022 13:03
2
იმედია, ოპტიმისტმა გულშემატკივრებმა დაინახეს, რამხელა განსხვავებაა, საქართველოს ნაკრებისა და ევროპულ ელიტას შორის.
დიმა
14 სექტემბერი 2022 12:42
3
ესპანელები მაგარი თავგანწირვით თამაშობენ,ყოჩაღ!!!
ბექა
14 სექტემბერი 2022 12:23
0
საბერძნეთს მოუბერდა შემადგენლობა - სლუტასი, კალატესი პაპანიკოლაუ უკვე ვეტერანები არიან. გუნდი ძირითადად ადეტოკუმბოს აქტიურობაზეა დამოკიდებული. ამაზე ისიც მეტყველებს , რომ მისი მოედნიდან გასვლით უკვე გადაწყდა გამარჯვებულის ვინაობა. გერმანიის თითოეულმა მოთამაშემ მაქსიმუმი გაიღო, 18 სამქულიანი ჩააგდო და ფარქვეშაც ბრწყინვალედ გაისარჯა. ბოლო - ბოლო საბერძნეთთან 21 ქულიანი სხვაობა მეტყველებს ყველაფერზე. ძნელი სათქმელია ესპანეთთან რა შანსი აქვთ, მაგრამ ფაქტია, ჩემპიონობის ფავორიტია
: )))))))
14 სექტემბერი 2022 12:11
1
სპორტის საიტობაზე გაქვთ პრეტენზია და 12 საათის შემდეგ დებთ ინფორმაციას, ევრობასკეტის საფლეიოფო შეხვედრაზე?
ხვიჩა კვარაცხელიას მეზობლის, მულისშვილმა ტვპირველის ჭურნალისტები რომ გაყარა სოფლიდან მზგავსი ინფორმაციები დადეთ მარტო
WTF
14 სექტემბერი 2022 11:27
3
კალათბურთის ამბებს რატო აღარ აშუქებთ სათანადოდ? მაშინ თქვით რომ საფეხბურთო გამოცემა ხართ.
კოტე
14 სექტემბერი 2022 11:14
0

სიახლეები პოპულარული