ევრობასკეტი 2015: ჩვენთან ჩამქრალმა ვალანჩუნასმა იტალიასთან გაანათა [VIDEO]

AutoSharing Option
ევრობასკეტზე გუნდები ნახევარფინალში დაწყვილდნენ. ლიტვამ იტალია დაამარცხა, სერბეთმა - ჩეხეთი და მივიღეთ საინტერესო წყვილი: ლიტვა-სერბეთი. მეორე ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთს რომ დაუპირისპირდება, გუშინ მოგახსენეთ.

2009 წლის შემდეგ სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევრობასკეტის ნახევარფინალში. მაშინ, ამ გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა მას მერე გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, მთავარმა მწვრთნელმა საშა ჯორჯევიჩმა კალათბურთელების ერთ მუშტად შეკვრა მოახერხა და სერბები სამართლიანად ითვლებიან ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტებად.

როგორც წესი, ჩემპიონობის მაძიებელ ნაკრებებს შემადგენლობებიც დაბალანსებული ჰყავთ და მწვრთნელებს ორი თანაბარი ხუთეულის გამოყვანა შეუძლიათ. სწორედ ამის ხარჯზე
გაიმარჯვა გუშინ სერბეთის ნაკრებმა: სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩართულმა მეფარეებმა ზორან ერცეგმა და მიროსლავ რადულიცამ ერთობლივად 36 ქულას მოუყარეს თავი, მაშინ, როცა ჩეხეთის ნაკრების სათადარიგოებმა სულ 14 ქულა ჩააგდეს.

14 პასი შეასრულა სერბეთის ნაკრებისა და ცსკა-ს გამთამაშებელმა მილოშ ტეოდოსიჩმა, რომელიც მატჩის გმირად იქცა. არც დითირამბები მოჰკლებია მთავარი მწვრთნელის საშა ჯორჯევიჩისგან:

- ტეოდოსიჩი ვარჯიშებზე ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც აქამდე არასოდეს მინახავს. საოცარი პასის კულტურა და მოედნის ხედვა აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კალათბურთელი ჩემს გუნდში თამაშობს.

1/4 ფინალი
სერბეთი-ჩეხეთი 89:75
21:21, 24:21, 22:21, 22:12
სერბეთი: ტეოდოსიჩი (12+14 პასი), მარკოვიჩი (11), კალინიჩი (2), ბიელიცა (14+10 მოხსნა), კუზმიჩი, ერცეგი (20), რადულიცა (16), ნედოვიჩი (8), ბოგდანოვიჩი (6), სიმონოვიჩი, მილოსავლიევიჩი, მილუტინოვი.
ჩეხეთი: სატორანსკი (20), შილბი (11), პუმპრლა (5+4 პასი), ვესელი (23+10 მოხსნა), ბენდა (2), ჰრუბანი (5), ჰოუსკა (5), ველში (4), ბარტონი, აუდა, ჟელინეკი, შირჟინა.
რეალიზაციის პროცენტი:
თამაშიდან 24/33 (72%) - 22/39 (56%)
სამქულიანები 7/25 (28%) - 6/20 (30%)
საჯარიმოები: 20/24 (83%) - 13/18 (72%)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მერვედფინალში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ლიტველ იონას ვალანჩუნასს 5 ქულა, 4 ფოლი, 3 შეცდომა და 0 მოხსნა ჰქონდა. NBA-ს ცენტრის ასეთი თამაში ნამატჩევს მწვრთნელმა იონას კაზლაუსკასმა მოხერხებულად გაამართლა - ბოლო შეხვედრებია თავს კარგად ვერ გრძნობსო. მწვრთნელს არ უნდოდა საჯაროდ ეღიარებინა, რომ მისი შეგირდი ზაზა ფაჩულიამ დაჩაგრა.

თურმე, ერთ დღეში ვალანჩუნასი სულ სხვა კალათბურთელად გარდაიქმნა, ფორმაშიც შევიდა და იტალიასთან მეოთხედფინალში მატჩის გმირიც გახდა. ამას სტატისტიკაც ადასტურებს: იონასმა 26 ქულას 15 მოხსნა მიამატა, მისმა გუნდმა კი დამატებით დროში, დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა იტალია.

აპენინელებს მოედანზე NBA-ს სამი კალათბურთელი ჰყავდათ, მაგრამ მხოლოდ ტოპ-ლიგაში თამაში ნახევარფინალში გასვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ საქმისთვის გაცილებით მეტად ფასობს გუნდურობა, რაც გუშინდელ შეხვედრაში ლიტველებმა შესანიშნავად გამოამჟღავნეს - სეიბუტისისა (9 პასი) და კალნიეტისის (11 პასი) დამსახურებით ბალტიისპირელებმა 28 შედეგიანი გადაცემა მიითვალეს, რაც მეტისმეტად მაღალი მაჩვენებელია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამატებით დროში გამარჯვებულის ბედი სირენამდე 1:49 წუთით ადრე გადაწყდა, როცა კალნიეტისმა სამქულიანით ლიტვა 86:81 დააწინაურა. იტალიელებმა ძალიან მოინდომეს, მაგრამ ბოლო წუთებზე ჩვეული სიზუსტით ვერ სტყორცნეს და ისღა დარჩენიათ, ბრძოლა ოლიმპიადის საკვალიფიკაციოში მოხვედრისთვის განაგრძონ.

იტალია-ლიტვა 85:95
20:21, 16:16, 23:23, 20:19, 6:16
იტალია: ბელინელი (18+4 პასი), არადორი (8), ჯენტილე (12), გალინარი (17+6 მოხსნა+4 პასი), ბარნიანი (12+5 მოხსნა), კაზინი (4), მელი (2), ჩინჩარინი (3+5 პასი), ჰაკეტი.
ლიტვა: კალნიეტისი (14+11 ქულა), მაციულისი (19+10 მოხსნა, 3 პასი), სეიბუტისი (6+9 პასი), იანკუნასი (7), იავტოკასი (1), ვალანჩუნასი (26+15 მოხსნა), კუზმინსკასი (13), მილაკნისი (9), ლეკავიჩუსი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე ცნობისთვის, ბარნიანის ეგ სტატისტიკა მესამე მეოტხედში ქონდა მარტო (ნუ 2 მოხსნით ნაკლები) და დანარჩენ მეოთხედებს აღარ უთვლით? :)))
shaqman
15:50 17-09-2015
0
პრობლემა არის მოკლე სატადარირო სკამი ნაკრების
anatoli
14:37 17-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული