უცნობი ისტორია - როგორ გახადა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტი" უფრო მეგობრული

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია მალე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, თუმცა ზაზამ მოასწრო რადიო on KNBR 680-ში სტუმრობა, სადაც "უორიორსის" სატელევიზიო წამყვანმა ბობ ფიტცჯერალდმა ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა ზაზას მონაწილეობით:

ფიტცჯერალდი: "მინდა გავიხსენო ერთი ისტორია, რომელიც აქამდე არავისთვის მომიყოლია და იმედია, ზაზას ამასთან დაკავშირებით პრობლემა არა აქვს...

შარშან, სეზონის დასაწყისში მორიგი სეანსი გვქონდა, რომლის დროსაც შენ და დავიდ ვესტი ბევრს არ ლაპარაკობთ ხოლმე, თქვენ ძალიან მშვიდი პროფესიონალები ხართ, მაგრამ იმ ჩაწერაზე შენ ილაპარაკე - ამის შემდეგ შენ სულ სხვანაირად დაგაფასე.

ამბობდი, რომ როცა ბიჭები ფარქვეშ შედიან, იბრძვიან და ბოლოს იატაკზე ვარდებიან, არავინ მიდის მათ წამოსაყენებლად. რა ხდება "მებრძოლებში"? ჩვენ ხომ ერთმანეთი გვიყვარს, ვთამაშობთ ერთმანეთისთვის. როცა ვხედავ, რომ არავინ მიდის თანაგუნდელის წამოსაყენებლად, ძალიან მიკვირს".

ფაჩულია: Wow

ფიტცჯერალდი: "და მე დანამდვილებით ვიცი, რომ ამის შემდეგ სტეფმა, კლეიმ და სხვებმა აღნიშნეს, რომ ზაზა მართალია, ეს რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს?

დავაკვირდი და ამის მერე ყოველ თამაშში, თუკი რომელიმე "მეომარი" წაიქცეოდა, ლამის მთელი გუნდი მიდიოდა მის წამოსაყენებლად. რატომ გადაწყვიტე მაშინ ამის თქმა ჩაწერაზე?"

ფაჩულია: "პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ გუნდში ჩამშვებები გვყოლია (იცინის), ეს აღმაშფოთებელია...

სიმართლე ითქვას, ეს გუნდი იმდენად კარგია გამარჯვებებში, ტიტულების მოგებაში, პროფესიონალიზმში, რომ ბევრი რამის თქმა საჭირო არც არის მათთვის.

მაგრამ ეს ერთი შეხედვით პატარა რამ, როცა გუნდელი წაიქცევა და მთელი გუნდი მას ეხმარება, მოქმედებს მეტოქეზე. ის გრძნობს, როგორ ვზრუნავთ ერთმანეთზე, ეს აჩვენებს ჩვენს ერთიანობას. ამას კარგად ხედავენ ფანებიც.

პატარა რამეა, მაგრამ დიდ სხვაობას გვაძლევს".

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია გასულ სეზონში ჩემპიონი გუნდის ყველა მატჩში (რომელშიც მონაწილეობა მიიღო) სასტარტო ცენტრფორვარდი იყო და ასე იქნება მომავალ სეზონშიც.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფაჩულიამ და გორგოძემ მთელ მსოფლიოს გააცნეს ჩვენი ქვეყანა კარგი მხრიდან.
შაკო
11:13 07-08-2017
0
ამერიკაში ცივ სისხლიანობა პირველ ადგილზეა, ამიტომაც კიდიათ სხვა ქვეყნები ფეხებზე. ნათქვამია: ,,შენ შენი თავი თუ არ გიყვარს სხვა როგორ გეყვარებაო". არ დაბლოკოთ ეს სიმართლეა.
გიორგი
12:35 09-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული