მანუჩარ მარკოიშვილი: ეს გუნდი ჩემთვის იდეალურია

AutoSharing Option
სერია A-ს საკალათბურთო გუნდმა, რეჯო ემილიას "რეჯანამ" ქართველი ახალწვეული მანუჩარ მარკოიშვილი წარადგინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ახალ გუნდში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს:

"აქ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს გუნდი ჩემთვის იდეალურია. როდესაც მოლაპარაკებას ვაწარმოებდი, ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი იყო თამაშის შესაძლებლობა, რადგან ბევრი უნდა ვითამაშო, რომ ჩვეულ დონეს დავუბრუნდე".

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კლუბის პრეზიდენტი ლიცია ფერარინი და მისი თანაშემწეები. იტალიურმა მედიამ კი აღნიშნა, რომ მარკოიშვილი თითქმის სრულყოფილად საუბრობს იტალიურად:

"კლუბში კარგი ნაზავია ახალგაზრდა და გამოცდილი კალათბურთელების. აქ ევროთასების გამოც ვარ, რადგან კალათბურთელისთვის ევროთასებზე
თამაში დამატებითი სტიმულია".

ალესანდრო ფროზინი ("რეჯანას" მენეჯერი): "ის ზუსტად იმ ტიპის კალათბურთელია, როგორსაც ვეძებდით. მას უდიდესი გამოცდილება აქვს. შარშანდელი მძიმე ტრავმის შემდეგ ნელ-ნელა იღდგენს ფორმას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდში ნამდვილი ჩემპიონი გვეყოლება".

მარკოიშვილი გუნდთან ერთად პესაროს ტურნირში ჩაერთვება, შაბათს კი, ახალი სეზონის წინ "რეჯანას" პრეზენტაციაა, რომლის მერეც "კრემონასთან" მატჩი გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯიგარია და მაგარი კალათბურთელია მარკოიშვილი. ეროვნული ნაკრების კაპიტნად ეგ უნდა აირჩიონ. მთელი საკალათბურთო სამყარო ზაზა ფაჩულიას ხუშტურებს და ამბიციებს აბრალებს ნაკრების მიერ მაღალი შედეგის ვერ დადებას, თუმცა მაინც ძალიან წარმატებული ნაკრები გვყავს და ტრავმების მიუხედავად გვიჩვენეს(ზაზას გარდა), რომ მართლა შეეძლოთ ნახევარფინალამდე მისვლა(რასაც ზუროსი ცდილობდა), მერე კი, ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ისიც ცნობილია, ნაკრების მოთამაშეებს ზაზა ფაჩულიასგან პასუხი მოუთხოვიათ გაფუჭებულ თამაშებზე და ამბიციებზე. მარკოიშვილ ცალკეც საკმაოდ მკაცრად დალაპარაკებია.
წარმატებები მანუ.
ლაშა
11:13 20-09-2017
0
მანუჩარ მარკო
გახდება
09:18 20-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული