მაიკლ დიქსონმა "სტრასბურგში" სადებიუტო მატჩში 18 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ უკანახაზელ მაიკლ დიქსონს ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა. ბერძნული აეკ-იდან ფრანგულ "სტრასბურში" გადაბარგებულმა კალათბურთელმა, 22 სექტემბერს, საფრანგეთის უმაღლესი ლიგის (PRO A) პირველ ტურში ითამაშა.

დიქსონის დებიუტი ჩინებული გამოვიდა, მისი კლუბის კი - არა. სტრასბური სტუმრად ეთამაშა "ანტიბს" და 57:79 დამარცხდა, დიქსონი კი საკუთარიგუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

დიქსონი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27 წუთში 18 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მაიკლმა 9-დან 6 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაჯარიმდა,
მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

მომდევნო ტურში "სტრასბური" კვლავ სტუმრად, ამჯერად "ლევალუასთან" ითამაშებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი პასი მისთვის ძალიან ცოტაა,შეთამაშება აკლია აშკარად.
სოსო
12:38 23-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული