შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის დასაწყისი - პირველი პერიოდი "რეჯო ემილიამ" 33:14 მოიგო და დარჩენილ დროში მეტოქისთვის თამაშის გამოსწორების უფლება აღარ მიუცია. საბოლოოდ - 87:70 ემილიელთა სასარგებლოდ.
ისევე, როგორც საწყის გაქცევაში, საერთოდ, გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის მანუჩარ მარკოიშვილს. მან 16 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოინაგრა. თამაშიდან 9 ტყორცნა შეასრულა და 6 გამოიყენა.
მანუზე
"რეჯო ემილია" იტალიის ჩემპიონატის პირველ მატჩს 2 ოქტომბერს, "აველინოს" წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"