გოგა ბითაძის 12 ქულა და "მეგა ბიმაქსის" გამარჯვება

AutoSharing Option
18 წლის გოგა ბითაძე მყარად დამკვიდრდა და შედეგიანად თამაშობს სერბული "მეგა ბიმაქსის" შემადგენლობაში.

ბელგრადულმა გუნდმა ადრიატიკის ლიგის პირველი ტურის მატჩი გამართა ხორვატიულ "ციბონასთან", რომელსაც ქართველი ცენტრის სოლიდური დახმარების შედეგად მოუგო.

ბითაძე სერბული კლუბის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 12 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და ერთბაშად 5 დაფარება მოაგროვა.

ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძლებს 23 ქულით კანადელმა უკანახაზელმა დილან ენისმა ულიდერა, "ციბონას" მხრიდან
კი გამოცდილი ლუკა ზორიჩი გამოირჩა - 24 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი.

"მეგა ბემაქსი" მე-2 ტურის შეხვედრას 4 ოქტომბერს, სტუმრად ჩაატარებს, მეტოქედ კი ადრიატიკის ლიგის უმთავრესი ფავორიტი - ბელგრადის "ცრვენა ზვეზდა" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგა უფრო აგრესიულად და შრომით ძლიერი ცენტრი ევროპაში წარმატებებიი
giorgi
17:15 02-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული