მაიკლ დიქსონმა "ლე მანთან" მატჩში 16 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მაიკლ დიქსონის "დიჟონმა" "ლე მანთან" საშინაო მატჩში 76:78 წააგო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

დიქსონი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 22 წუთში კი 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

მაიკლმა 10-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

"სტრასბური" 2-2 მოგება-წაგებით მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 15 ოქტომბერს, სტუმრად, "ლიმოჟთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული