
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა სუპერლიგის "ტიტები" დატოვა და რუმინეთის "კლუჟ-ნაპოკაში" გადავიდა.
რუმინული კლუბის საიტი იტყობინება, რომ 30 წლის დიქსონს კონტრაქტი გაუფორმეს და გუნდში ლიდერის პრობლემა გადაჭრეს.
"აქ იმიტომ გადმოვედი, რომ დიდი ტრადიციების მქონე კლუბია. აქ "რეჯო-ემილიაში" ჩემი ყოფილი თანაგუნდელი პატრიკ რიჩარდი თამაშობს და მან კარგად დამიხასიათა გუნდი, ქალაქი და გულშემატკივრები, რომლებიც მთელ რუმინეთში საუკეთესონი არიან. გუნდთან ერთად მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავად ვიბრძოლებ", - განაცხადა დიქსონმა, რომელიც "კლუჟ-ნაპოკას" მალე შეუერთდება.