გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე?

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების 18 წლის წევრ გოგა ბითაძეს ახალ სეზონში სერბული "მეგა ბემაქსის" რიგებში დიდებული სტარტი გამოუვიდა.

სერბულმა გუნდმა ადრიატიკის ლიგა 2 მოგებითა და 1 მარცხით დაიწყო. ამ სამ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე სწორედ ბითაძე იყო, რომელიც პირველ გუნდში ამ სეზონის წინ გადაიყვანეს და პროფესიონალებში პირველ სრულფასოვან სეზონს ატარებს.

Gigantes.com ამტკიცებს, რომ ქართველი კალათბურთელი, რომელიც ზაფხულში Adidas Next Generation-ის ტურნირში მონაწილეობდა, სულ მალე კარიერას NBA-ში გააგრძელებს.

"მისი გვარ-სახელი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ NBA-ს 2018 წლის დრაფტისათვის. მეტიც, სავარაუდოდ, მას პირველ
წრეში აირჩევენ. 210-სანტიმეტრიანი სიმაღლის ცენტრი ფარქვეშ დომინირებს. მას შეუძლია სროლა ნებისმიერი პოზიციიდან, მათ შორის, სამქულიანებისაც", - წერს საიტი.

ბითაძე სეზონის პირველ სამ თამაშში საშუალოდ 16,3 ქულასა და 6,3 მოხსნას აკეთებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 18 ქულა "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ თამაშში.

აქვე გეტყვით, რომ Eurobasket.com გოგა ბითაძეს ევროპელ ტალანტებში მე-14 ადგილს ანიჭებს 1999 წელს დაბადებულთა შორის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოჩქარეს მოუგვიანდესო. ძალიან ნიჭიერი ბიჭია და დარწმუნებული ვარ საქართვეკლოს ეროვნული ნაკრების მომავალი ლიდერია. მთავარია არ იჩქაროს და ყველაფერი თავის დროზე მოვა. წარმატებები გოგას!!!
kobaki
11:52 12-10-2017
0
მართალია, ცოტა ადრეა ჯერ NBA, მაგრამ თუ მართლა გადავიდა, მეორეს მხრივ კარგიც იქნება, და რაც ყველაზე მთავარია - თავში არ უნდა აუვარდეს და ისევ ისე, მთელი გულით, სულით და მონდომებით გააგრძელოს ვარჯიში და სპორტული ზრდა სრულყოფილებისაკენ.
მთელი გულით და სულით ვუსურვებ წარმატებას ამ დიდ გზაზე !!!
დათო
12:19 12-10-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული