საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გუნდი ჯგუფში თურქულ "გალათასარაისთან", ლიტვურ "ნევეჟისთან", იერუსალიმის "ჰაპოელთან", მიუნხენის "ბაიერნთან" და მონტენეგროულ "ბუდუჩნოსტთან" ერთად მოხვდა.
სწორედ მონგენეგროს გუნდი იყო რეჯიოემილიელთა პირველი მეტოქე, რომელმაც მარკოიშვილის გუნდს პოდგორიცეში უმასპინძლა. "ბუდუჩნოსტმა" შეხვედრა მეტი მობილიზებით ჩაატარა და საბოლოოდ 82:74 გაიმარჯვა.
მარკოიშვილმა 5 ქულა მოიპოვა, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, 2 შეცდომა დაუშვა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
თამაშის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელიც პოდგორიცელებმა
მეორე ტურში, 18 ოქტომბერს, "რეჯიო ემილია" "გალათასარაის" უმასპინძლებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით