მაიკლ დიქსონის 14 ქულა და 9 პასი "ლიმოჟთან" წაგებულ მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მაიკლ დიქსონმა საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში შედეგიანად ითამაშა, მისმა "სტრასბურმა" კი "ლიმოჟთან" გასვლითი მატჩი 74:80 წააგო.

დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და 34 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 9 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

2 მოგებითა და 3 მარცხით "სტრასბური" საფრანგეთის ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 21 ოქტომბერს, შინ, "ტულონთან" გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული