მანუჩარ მარკოიშვილის 7 ქულა და გამარჯვება "გალათასარაისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიმა" მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ევროტურნირზე მოიპოვა. ემილიელები იტალიის სერია "ა"-ში მოუგებლად არიან, გამარჯვების გემო კი პირველად ევროთასზე გაიგეს.

"რეჯიო ემილიამ" თურქულ "გალათასარაის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 74:71 დაამარცხა. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 24:48 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

"რეჯიო ემილიას" რიგებში იტალიელი ამედეო დელა ვალე (27 ქულა, 5 პასი) და ამერიკელი ჯეილენ
რეინოლდსი (23 ქულა, 14 მოხსნა) გამოირჩნენ, რომელთაც ჯამში 50 ქულა მიითვალეს.

იტალიური კლუბი ევროთასის ჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 25 ოქტომბერს, ლიტვაში, პანევეჟისის "ლიეტკაბელისთან" ჩაატარებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოირჩნენ კი არა - გამოირჩეოდნენ.
ვინ ასწავლის ამათ ჟურნალისტიკას?
11:46 19-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული