მემფისში წაგებულ მატჩში ზაზა ფაჩულია უქულოდ დარჩა

AutoSharing Option
წარუმატებელი გამოდგა ნბა-ს მორიგი მატჩი როგორც "გოლდენ სტეიტისთის", ისე მისი ქართველი ლეგიონერისთვის. თითო მოგებ-წაგების მქონე მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი მატჩი მემფისში გამართა და "გრიზლისთან" მარცხი განიცადა - 101:111.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 12 წუთი გაატარა და უქულოდ დარჩა. ზაზამ 2 ორქულიანი ააცილა, თუმცა 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 ჯარიმა მიიღო. საუკეთესო კი სტეფ კარი გახლდათ 37 ქულით. კევინ დიურანტის ანგარიშზე 29 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა, თუმცა ეს გუნდურად მოთამაშე "მემფისის"
დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

1 მოგებითა და 2 წაგებით "გოლდენ სტეიტი" "საკრამენტოსთან" ერთად დასავლეთ კონფერენციის 11-12 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ოკლენდელები დალასში, 24 ოქტომბერს გამართავენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
აბა, რუსეთში ეროვნული ზეიმია ფაჩულიამ ბურთი ვერ ჩააგდოო. რა შუაშია აქ რუსეთი სულ რომ გელანდება? ფაჩულია ამ ლიგისთვის საშუალოზე დაბალი კლასის მოთამაშე რომ არის ეჭვი გეპარება?
:)))))-ს
14:11 22-10-2017
6
ამათ ბეჭდები გადასცეს და მგონი თაფლობის თვე ჰგონიათ.
სოსო
11:53 22-10-2017
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული