მაიკლ დიქსონის 13 ქულა და გამარჯვება "ესტუდიანტესთან"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "სტრასბურგმა" მადრიდის "ესტუდიანტესს" უმასპინძლა, რომელსაც წინა ორივე შეხვედრა მოგებული ქონდა.

ფრანგულმა გუნდმა მატჩი დამაჯერებლად დაიწყო, პირველი პერიოდი 25:7 მოიგო, მეორე 20:19 და შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ ნაანტრაქტევს კასტილიელებმა მოახერხეს ანგარიშში სხვაობის მნიშვნელოვნად შემცირება, თუმცა საბოლოო გამარჯვება 77:74 ელზასელებმა მოიპოვეს.

"სტრასბურგი" 3 შეხვედრიდან 2 მოიგო და ჯგუფში მე-3 პოზიციაზეა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა 30:13 წუთში 13 ქულა ჩააგდო (6-დან 4 ორქულიანი, 3-
დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო). ამას გარდა, მან 5-ჯერ ჩაჭრა ბურთი და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული