"რეჯიო ემილიას" მორიგი მარცხი და მარკოიშვილის 10 ქულა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" გასვლაზე ტურნირის ფავორიტ "ბრეშიასთან" 68:79 დამარცხდა.

მასპინძლები ამ შეხვედრაში დომინირებდნენ და "რეჯიო ემილიას" უამრავი მცდელობის მიუხედავად, არ აძლევდნენ წინ გასვლის საშუალებას.

მანუჩარ მარკოიშვილმა თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო. 23 წუთში 10 ქულა და 3 მოხსნაა მის ანგარიშზე. ორიდან ორი 2-ქულიანი ჩააგდო და ექვსიდან ორი 3-ქულიანი.

"რეჯიო ემილია" 0 ქულით სატურნირო ცხრილში უკანასკნელ ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული