ცინცაძის 15 ქულა და 6 პასი "პოლიტექნიკას" ტიმიშოარაში მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელის, გიორგი ცინცაძის "პოლიტექნიკა“ რუმინეთის ეროვნულ ჩემპიონატში ჯერაც მოუგებლადაა. სტუდენტებმა მორიგი, მე-5 ტურის შეხვედა სტუმრად, "ტიმიშოარასთან“ გამართეს და უშანსოდ - 73:109 დამარცხდნენ.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და თითქმის შეუცვლელად ითამაშა. ცინცაძემ 39:19 წუთში 12-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 15 ქულას, 5 მოხსნა (3 შეტევაში), 6 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. გიორგიმ ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერ
ის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა, რითაც ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ამერიკელ მაიკ ბალოგუნს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 35 წუთში 29 ქულა ჩააგდო.

მორიგ ტურში "პოლიტექნიკას“ უფრო ძლიერი მეტოქე ჰყავს - ცხრილის ლიდერი "კლუჟ-ნაპოკა“, რომელსაც ცინცაძის გუნდი 11 ნოემბერს უმასპინძლებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ საშინელ გუნდში რამ გადაიყვანა? წაგებაცაა და წაგებაც, ყველა მატჩს დიდი ანგარიშით აგებენ.
dato
10:46 06-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული