გიორგი ცინცაძე კარიერას რუმინულ კლუბში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე კარიერას რუმინულ "პოლიტექნიკაში" გააგრძელებს: ამ ინფორმაციას ავრცელებს რუმინული საინფორმაციო პორტალი 24secunde.ro და ქართველი ლეგიონერი უკვე შეყვანილია eurobasket.com-ზე რუმინული გუნდის შემადგენლობაში.

ცინცაძემ გასული სეზონი საქართველოში, კლუბ "ქუთაისში" გაატარა, თუმცა მანამდე სხვადასხვა ქვეყნებში უთამაშია: რუსეთში, უკრაინაში, ესტონეთში, პოლონეთში, მაკედონიაში, საფრანგეთში. მთლიანობაში კი "პოლიტექნიკა" ცინცაძისთვის მე-16 გუნდია კარიერაში, რაც ნებისმიერი ქართველი ლეგიონერისთვის სარეკორდოა.

"პოლიტექნიკა" რუმინეთის უმაღლესი ლიგის დებიუტანტია. გასულ სეზონში პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ქვედა ლიგაში გამოდიოდა და წარმატებული ასპარეზობის შედეგად ელიტაში ანაცვლება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის
გამთამაშებელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიო მაგარი ხარ გაარძელე ყვილაფერი წინ არის
malkhazi
15:24 24-09-2017
1
კარგია გიო,მთავარია ფეხი მთლიანად მოირჩინო და შემდეგ ყფრო ძლიერ გუნდსაც მონახავ.რაც შეეხება ნაკრებს,არც იფიქრო,არც გაბედო წასვლა.შენ აუცილებელი ხარ ნაკრებისათვის,დასამტკიცებელიც კიდევ ბევრი გაქვს და როცა ძველ გიოს ნახავენ,დამიჯერე შენი გამაკრიტიკებლები ჩემზე ადრე დაგიკრავენ ტაშს.მათაც ხომ დამარცხებით გამოწვეული ბოღმა ამოანთხიეს.
სოსო
11:39 24-09-2017
1

სიახლეები პოპულარული