thebiglead.com: "ფაჩულიას მოგზაურობა NBA-ს დიდების დარბაზში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკული მედია "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას იმ გარბენზე აპელირებს, რომელიც "მაიამისთან" შეხვედრაში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს "უორიორსმა" "მაიამი ჰიტი" ანგარიშით 97:80 დაამარცხა.

- ცხრილის სათავეში - ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "მაიამის" მოუგო [VIDEO]


thebiglead.com-მა ამ ფაქტის შემდეგ ზაზა ფაჩულიას მცირე სტატია მიუძღვნა: "ზაზა ფაჩულიას მოგზაურობა დიდების დარბაზში"

"ზაზა ფაჩულია მას შემდეგ, რაც "გოლდენ სტეიტშია", სასტარტო შემადგენლობაში 96-დან 96 მატჩი ჩაატარა, თუმცა ის საშუალოდ 14 წუთიდან 18 წუთამდე თამაშობს. "უორიორსი" ყველაზე ძლიერი გუნდია NBA-ში, მაგრამ ზაზა ძლიერი კალათბურთელი
არ არის. ის ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც რამდენიმე წუთით პარკეტზეა და ჩნდება კითხვა, ეს არის კალათბურთის თამაში? და რა მოხდა მისი 5-6-ნაბიჯიანი მოგზაურობის დროს, გუშინდელ შეხვედრაში ვნახეთ.

მაგრამ ეს მომენტი მაინც სტეფ კარის ბრალია. უნდა იცოდეს, თუ ვის აძლევს ბურთს. ზაზა არ არის ისეთი თანაგუნდელი, რომელსაც სრული სისწრაფით შეუძლია მეტოქის საჯარიმოში გადავიდეს. ნებისმიერი სხვისთვის ბურთის მიცემა ამ დროს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა" - წერს ამერიკული გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ერთი გაჭირვებული, ურეიტინგო საიტია და ასეთი ხერხებით ცდილობს გახდეს პოპულარული. ერთი სიტყვით, არავითარი სერიოზული, ყვითელზე უფრო ყვითელი გამოცემაა.
თენგაბი
17:19 08-11-2017
0
რა გაუხურეს საქმე ამ კაცს არ დაიღალენენ ამდენი უარყოფითის წერით ამერიკელები თუ ქართველები, რაც შეუძლია და იცის იმას თამაშობს, მეტს კიდევ მაგისან არავინ ითხოვს... ვინმეს ეგონა რომ რადგან გოლდენში გადავიდოდა ეგრე დევიდ რობინსონი ან ჰაკიმ ოლაჯოუნი გახდებოდა? ( არც თვითონ ააქვს პრეტენზია ვარსკვლავობაზე)... და კიდევ ყველა თამაშში სამმაგ დუბლებზე რომ ადიოდეს 3 მილიონიანი კი არა 50 მილიონიანი კონტრაქტი ექნებოდა... ქართველებს გვჭირს (კონსტანტინეს არ იყოს) დიდი კაცი თუ გამოგვერია ეგრევე მიწასთან ვასწორებთ....
ალეკო
15:53 08-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული