thebiglead.com: "ფაჩულიას მოგზაურობა NBA-ს დიდების დარბაზში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკული მედია "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას იმ გარბენზე აპელირებს, რომელიც "მაიამისთან" შეხვედრაში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს "უორიორსმა" "მაიამი ჰიტი" ანგარიშით 97:80 დაამარცხა.

- ცხრილის სათავეში - ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "მაიამის" მოუგო [VIDEO]


thebiglead.com-მა ამ ფაქტის შემდეგ ზაზა ფაჩულიას მცირე სტატია მიუძღვნა: "ზაზა ფაჩულიას მოგზაურობა დიდების დარბაზში"

"ზაზა ფაჩულია მას შემდეგ, რაც "გოლდენ სტეიტშია", სასტარტო შემადგენლობაში 96-დან 96 მატჩი ჩაატარა, თუმცა ის საშუალოდ 14 წუთიდან 18 წუთამდე თამაშობს. "უორიორსი" ყველაზე ძლიერი გუნდია NBA-ში, მაგრამ ზაზა ძლიერი კალათბურთელი
არ არის. ის ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც რამდენიმე წუთით პარკეტზეა და ჩნდება კითხვა, ეს არის კალათბურთის თამაში? და რა მოხდა მისი 5-6-ნაბიჯიანი მოგზაურობის დროს, გუშინდელ შეხვედრაში ვნახეთ.

მაგრამ ეს მომენტი მაინც სტეფ კარის ბრალია. უნდა იცოდეს, თუ ვის აძლევს ბურთს. ზაზა არ არის ისეთი თანაგუნდელი, რომელსაც სრული სისწრაფით შეუძლია მეტოქის საჯარიმოში გადავიდეს. ნებისმიერი სხვისთვის ბურთის მიცემა ამ დროს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა" - წერს ამერიკული გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
უბრალოდ შურს მთელს ამერიკას რომ მისი ერთი ქალაქის ერთი უბნის ტოლი არავისთვის ცნობილი ქვეყნიდან ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ჩავიდა და ამდენი წელია წარმატებით თამაშობს უდიდეს და უპრესტიჟულეს ლიგაში, ეგეც არ იკმარა და ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ძირითადის მოთამაშეა. უბრალოდ შურთ და სხვა არაფერი. არავინ დავობს იმას რომ ზაზა სრულყოფილი ცენტრი არ არის და დეანდრესავით ვერ შეუტევს, გობერივით ვერ დაიცავს, ჰოვარდივით ათლეტური არ არის მაგრამ მათზე გაცილებით ჭკვიანი და გუნდური ცენტრია. ზაზა თამაშობს გუნდში სადაც არავის ჭირდება მისი შეტევა ოთხი უმაღლესი კლასის შემტევი ყავს, არავის ჭირდება მისი დაცვა ორი უმაღლესი კლასის დამცველი ყავთ. აი რაც გოლდენს ცენტრისგან სჭირდება სწორედ იმაშია საუკეთესო ზაზა (სქრინების დაყენება, სასროლ პოზიციაზე გაყვანა) და იმიტომაც თამაშობს მუდმივად.
dadu
12:55 08-11-2017
2
რა უნდა ამ ჟურნალისტს,?? უკვე აუტანელია მაგათი ცინიზმი, შეურაცყოფაა და მეტი არაფერი. /სპორტია რა, უშეცდომო არავინაა, მწვრთნელზე და გუნდის პრეზიდენტზე უკეთ იციის? რა და როგორ ჭირდება გუუნდს? არ ევასებათ ზაზა 3-4 ჟურნალისტს და შეჭამეს კაცი, პატარა შეცდომა და ირონიის ზღვა მოდის.../ ზაზა არის სამაგალითო სპოტცმენი და სამაგალითო ადამიანი, ყველაფერს მიახწია თავის შრომით და ალალია ეს ყველაფერი მისთვის... /// ძალიან მეეჭვება ზაზა მანდ ჩაწყობით ან ნაცნობობით რო აეყვანათ :D :D :D იმ ჯურნალისტს უბრალოდ ენა ექავება და ამაში იღებს ფულს.
Vasili
13:20 08-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული