10:20 09-11-2017
44 ქულა ერთ პერიოდში! - ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "მინესოტა" გაანადგურა [VIDEO]
AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე, საერთო ჯამში, 14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ მხოლოდ 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კალათისკენ ერთხელ ისროლა და ააცილა.
"უორიორსს" კევინ დურანტი მცირე ტრავმის გამო არ ჰყავდა. მისი ადგილი სასტარტოში ანდრე იგუდალამ დაიკავა. იგუდალას ანგარიშზე საბოლოოდ 11 ქულა დაგროვდა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო. სტეფ კარიმ 22 ქულა მიითვალა.
კარგი სტატისტიკა ჰქონდათ სათადარიგოთა მოთამაშეებს: ნიკ იანგი - 12 ქულა, ომრი კასპი - 13 ქულა, დევიდ უესტი - 10 ქულა.
აღსანიშნავია, რომ ოკლენდელებმა მესამე პერიოდში მეტოქეს 44 ქულა ჩაუგდეს.
9 მოგებითა და 3 წაგებით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 12 ნოემბერს შინ, ჩვენი დროით 05:30 საათზე "ფილადელფიასთან" გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ფინიქსი-მაიამი 115:126
ბოსტონი-ლეიკერსი 107:96
დეტროიტი-ინდიანა 114:97
ორლანდო-ნიუ იორკი 112:99
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ფაჩულიას ნუღარ ახსენეთხოლმე რა, თქვით გოლდენ სტეიტი და მორჩა არაფრის გამკეთებელი აღარ არის ეს კაცი, თამაშიდან თამაშამდე შევყურებთ ამის შედეგებს და რას აკეთებს 0 ქულა 2 მოხსნა.... არ ვიცი ვისაც მოგწონთ მოგწონდეთ მე ნაღდად აღარ მომწონს ამის თამაში, და საერთოდ ჯობია დაანებოს თამაშს თავი, რაც გაკეთებული აქვს ისიც არ შეაჯავროს გულშემატკივარს
2
3
ზაზასნაირი ცენტრი საქართველოს არ ყავს დღესდღეობით და მისი წასვლა ნაადრევია ნაკრებიდან. რეგვენი რეგვენულს იტყვის, ჭკვიანი ჭკვიანურს, ან გაჩუმდება.
2
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული