მაიკლ დიქსონის 13 ქულა და "სტრასბურგის" გამარჯვება პოლონეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში საქართველოს ნაკრების კალათბურთელის მაიკლ დიქსონის "სტრასბურგმა" სტუმრად დაამარცხა "როსა რადომი" 74:63.

დიქსონმა 19:19 წუთი ითამაშა და 13 ქულა შესძინა თავის გუნდს, რაც დროის ამ მონაკვეთში ურიგო შედეგი ნამდვილად არაა. მან 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი.

ის თავის გუნდში ბილანთან ერთად ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო ყველაზე მეტი, 22 ქულა მასპინძელთა გუნდის კალათბურთელმა ჰუნტერმა ჩააგდო.

"სტრასბურგი" 4 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ცნობისათვის, რვაგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ოთხი გუნდი გადის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული