"გოლდენ სტეიტმა" "ფილადელფია" დაამარცხა და ზაზამ 10 ქულა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ფილადელფიას" ესტუმრა და ანგარიშით 124:116 დაამარცხა, რაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-12 გამარჯვებაა.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე, საერთო ჯამში, 15 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 10 ქულა, 1 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა, 6 მცდელობიდან 4 ორქულიანი ჩააგდო და სამი ჯარიმიდან ორი გამოიყენა ზუსტად.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 35 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. კევინ დურანტის ანგარიშზე 27 ქულაა.

"ფილადელფიაში" საუკეთესო 23 ქულით ბენ სიმონსი იყო.

12 მოგებითა და 4 წაგებით "გოლდენ
სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 20 ნოემბერს სტუმრად, ჩვენი დროით 03:00 საათზე "ბრუკლინთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეგ რა ჰქენიო შე ჩემაო ეუბნება დიურანტი ფაჩულიას
kako
10:02 20-11-2017
0
ზაზა ყოველთვის ვიცოდი და მჯერა რომ პატრიოტი კაცი ხარ და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, დაუბრუნდი ჩვენ ნაკრებს, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს მაგას ნუ მოიმიზეზებ ესპანელი პაუ გასული მგონი უკვე 40 წლისაა და ნახე ნაკრებს მაინც გაყვა ევროპაზე და თავი გაწირა ნაკრებისთვის
ზიზუ
22:37 19-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული