"გოლდენ სტეიტმა" "ფილადელფია" დაამარცხა და ზაზამ 10 ქულა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ფილადელფიას" ესტუმრა და ანგარიშით 124:116 დაამარცხა, რაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-12 გამარჯვებაა.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე, საერთო ჯამში, 15 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 10 ქულა, 1 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა, 6 მცდელობიდან 4 ორქულიანი ჩააგდო და სამი ჯარიმიდან ორი გამოიყენა ზუსტად.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 35 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. კევინ დურანტის ანგარიშზე 27 ქულაა.

"ფილადელფიაში" საუკეთესო 23 ქულით ბენ სიმონსი იყო.

12 მოგებითა და 4 წაგებით "გოლდენ
სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 20 ნოემბერს სტუმრად, ჩვენი დროით 03:00 საათზე "ბრუკლინთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორია პირველი ტაიმი 24 ქულის სხვაობით წააგო, მესამე მეოთხედში 34 ქულა ამოუქაჩო ფილადელფიას და საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით დაამარცხო?
ზაზამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ, გოლდენისთვის უაღრესად საჭირო მოთამაშეა, კიდევ კარგი დროზე გამოასწრო მავერიკსიდან, რომელსაც ბოსტონის ანალოგიური შედეგი აქვს სატურნირო ცხრილში, ოღონდ უკუღმა...2 მოგება და 14 წაგება.
(ეს კი ხუმრობით) მე მგონი კერიმ გაიზიარა ჩემი შენიშვნა, სასტარო ხუთეულით ბოსტონთან რომ დაემთავრებინა თამაში ამ თამაშს ასიანი მოიგებდა და დღეს როგორც იქნა ქნა ეს და შედეგიც სახეზეა.(ეს ხუმრობით) )))
tanto
10:37 19-11-2017
0
ძალიან მახარებს ზაზას წარმატება , თუმცა უფრო მეტად გამახარებდა საქართველოს ნაკრებთან ერთად მისი ხილვა ...
ბესო
11:20 19-11-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული