ზაზა ფაჩულიას მორიგი გამორჩეული შეხვედრა "ნიუ ორლეანთან" [VIDEO]

AutoSharing Option

26 ნოემბერს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ნიუ ორლეანს" უმასპინძლა და ანგარიშით 110:95 დაამარცხა.

ოკლენდელებს კვლავ ვერ ეხმარებოდა კევინ დურანტი.

ზაზა ფაჩულია ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 19 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 9-დან ოთხი 2-ქულიანი ჩააგდო და 4-დან ორი ჯარიმა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, ხოლო კლეი ტომსპონმა 24 ქულა.

"უორიორს" 15
მოგება და 5 მარცხი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მეორე ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 28 ნოემბერს შინ "საკრამენტოსთან" ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ჰორნეტსი-სპურსი 86:106
ფილადელფია-ორლანდო 130:11
უიზარდსი-პორტლენდი 105:108
ატლანტა-ტორონტო 78:112
ჰიუსტონი-ქნიქსი 117:102
ინდიანა-ბოსტონი 98:108
დალასი-ოკლაჰომა 97:81
იუტა-მილოუკი 121:108
საკრამენტო-კლიპერსი 95:97


მკითხველის კომენტარები / 4 /
დღეს ზაზამ დემარკუსი ძალიან მაგრად მიამარკუსა, ისე მიამარკუსა რომ, როდესაც ზაზა შეცვლაზე გამოდიოდა მიმარკუსებულს ხასიათი უფუჭდებოდა აქაურო ცნობილო და ყავლგასულო მიმარკუსებულო.
*__*
10:31 26-11-2017
0
რაც საქართველოს არ ეხება ის გამარჯვებები არ მაინტერესებს.
რაში მინდა მე ბასკონიის და გოლდენ სტეიტის მოგებები, თუ ჩვენი კალათბურთელები ნაკრებს არ დაეხმარნენ.

კარგ კლუბებში თამაში ოსტატობის გასამტკიცებლადაა კარგი პერსპექტიული სპორტსმენებისთვის, მაგრამ ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა პირველ რიგში უნდა იდგეს.
მაიკლ დიქსონი ჩამოდის და ესენი კი არ კადრულობენ საკუთარ ქვეყანას დაეხმარონ (გასაგებია, ზაზა წასულია ნაკრებიდან, მაგრამ ზოგადად ყველას ვგულისხმობ).
ორი პასი მაგარია. )))
14:39 26-11-2017
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული