ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მე-6 მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ნოემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა და ანგარიშით 106:110 დამარცხდა.

"უორიორსს" ორი ლიდერი კევინ დურანტი და სტეფ კარი აკლდა. მათ მაგივრად სასტარტო ხუთეულში ომრი კასპი და პატრიკ მაკოუ გამოჩნდნენ.

ქართველი ცენტრი ასევე სასტარტო ხუთეულში იყო და საერთო ჯამში, მოედანზე 14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 3 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი ორჯერ დაკარგა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 21 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო.

"გოლდენ სტეიტმა" სეზონში უკვე მე-6 მარცხი განიცადა. ოკლენდელები 15
მოგებით დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-2 ადგილზე არიან, ხოლო კონფერენციას "ჰიუსტონ როკეტსი" ლიდერობს, რომელმაც დღეს "ბრუკლინს" მოუგო.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს, სტუმრად "ლეიკერსთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლიპერსი-ლეიკერსი 120:115
სან ანტონიო-დალასი 115:108
ჰიუსტონი-ბრუკლინი 117:103
ბოსტონი-დეტროიტი 108:118
ნიუ იორკი-პორტლენდი 91:103
ინდიანა-ორლანდო 121:109
ფილადელფია-კლივლენდი 91:113
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩანს ვინ ვინ არის,დიურანტის და კარის გარეშე გუნდი 0-ის ტოლია
1
დედა ბიჭო, ფაჩულიას რა ბურთები ჩაუყრია?
ioska
16:09 28-11-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული