ფაჩულიამ "შარლოტთან" მოედანი მე-5 წუთზე დატოვა და აღარ დაბრუნებულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 დეკემბერს, გამთენიისას, ნატკენი მხრის მიუხედავად, ზაზა ფაჩულიამ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში მონაწილეობა მიიღო, თუმცა "შარლოტთან" შეხვედრის მე-5 წუთზე მოედანი დატოვა და აღარ დაბრუნებულა.

სავარაუდოდ, ქართველმა ცენტრმა თავი არაკომფორტულად იგრძნო და მწვრთნელებმა ის დაასვენეს.

5 წუთში ფაჩულიამ 3 მოხსნა მოაგროვა, 1 ბურთი ააცილა და 1 დაკარგა. "გოლდენ სტეიტი" თამაშობდა ტრავმირებული სტეფ კარისა და დრეიმონდ გრინის გარეშე, თუმცა კევინ დიურანტის სამმაგი დუბლით (35 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი) მაინც მოახერხა "შარლოტის" სტუმრად დამარცხება - 101:87.

20 მოგებითა და 6 მარცხით
"გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს ოკლენდელები 8 დეკემბერს, დეტროიტში, "პისტონსთან" გამართავენ.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ლეიკერსი-მინესოტა 107:113
სან ანტონიო-მაიამი 117:105
მილუოკი-დეტროიტი 104:100
ნიუ ორლეანი-დენვერი 123:114
ბოსტონი-დალასი 97:90
ნიუ იორკი-მემფისი 99:88
კლივლენდი-საკრამენტო 101:95
ინდიანა-ჩიკაგო 98:96
ორლანდო-ატლანტა 110:106
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიეცა იბლა ტროლს საცანცარო დღეს.
ioska qatamadzes
11:11 07-12-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული