ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მეორე ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ფინიქს სანზი" 123:116 დაამარცხა და "ანგელოზებმა" რეგულარულის სტარტზე პირველი ორი მატჩის მოგება 13 წლის შემდეგ პირველად მოახერხეს.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო კვლავ ენტონი დევისი გახდა, გამოცდილმა ცენტრმა 35 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ოსტინ რივზმა თავი 26 ქულით, 4 მოხსნით, 8 შედეგიანი პასითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

ლებრონ ჯეიმსმა 21 ქულა, 4 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა.

"ფინიქსიდან" კევინ დურანტმა 30 ქულა, 4 მოხსნა,
6 შედეგიანი პასი და 1 დაფარება დააფიქსირა.

"ანგელოზები" მორიგ შეხვედრას ხვალ გამთენიისას, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავენ, მატჩი თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.

"ფინიქსი" შემდეგ შეხვედრას ასევე ხვალ გამთენიისას, "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი თბილისის დროით 06:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული