იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად ერთ-ერთი ლიდერი "ვენეცია" 68:66 დაამარცხა და 3 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
მანუჩარმა 35 წუთში 11 ქულა ჩააგდო (8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო) და 4-ჯერ მოხსნა ბურთი.
მის გუნდში 16 ქულით ყველაზე შედეგიანი რეინოლდსი იყო, ხოლო "ვენეციადან" უაიტი (18).