"რეჯიო ემილიას" მანუჩარ მარკოიშვილის 18-მა ქულამაც ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროთასის მე-8 ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტნის მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" სახლში ოვერტაიმში დამარცხდა ლიტვის "ლიტკაბელისთან" 82:85 და 6-გუნდიან ჯგუფში 3 მოგებით მე-5 ადგილზეა. გეცოდინებათ, შემდეგ ეტაპზე 4 გუნდი გადის.

მანუჩარმა 35:40 წუთში 18 ქულა ჩააგდო (8-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი), 5-ჯერ მოხსნა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.

მისი გუნდიდან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ანდრეა დელა ვალე იყო, ხოლო "ლიტკაბელისიდან" კშიშტოფ ლავრინოვიჩი (18).
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემთვის მთავარი ისაა,რომ მანუ კონდიციებს იბრუნებს.
სოსო
12:53 14-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული