მანუჩარ მარკოიშვილმა შესანიშნავი თამაშით "რეჯიო ემილიას" "ვარეზე" დაამარცხებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტნის მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" სახლში 76:66 დაამარცხა "ვარეზე".

მანუჩარმა 33 წუთში 20 ქულა ჩააგდო (2-დან 1 ორქულიანი და 10-დან 6 სამქულიანი), მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა, აგრეთვე 4-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა..

თამაშის დასასრულს მას მაყურებელი მადლიერების ნიშნად ფეხზე წამოუდგა და მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილა.

სტუმართა გუნდიდან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი უელშ კამერონი იყო.

"რეჯიო ემილია" 4 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მანო გილოცავ და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ.
gizog
14:12 17-12-2017
0
საამაყო კაცი ხარ მარკო
grego
20:29 17-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული