ევროთასის მე-9 ტურში ქართველი კალათბურთელის მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" იერუსალიმში "ჰაპოელი" 79:66 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების პირველი წრის მატჩი ისრაელურმა გუნდმა 63:61 მოიგო და დღესაც 3 პერიოდის განმავლობაში თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, მაგრამ დასკვნითი მეოთხედი მანუჩარის გუნდმა 17:6 მოიგო და 4 ქულით ჯგუფში მე-4 ადგილზეა.
გეცოდინებათ, ექვსგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 4 გუნდი გადის და შემდეგ ტურში, 27 დეკემბერს "რეჯიო ემილია" მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს, რომელმაც ცხრავე მატჩში გამარჯვება იზეიმა.
რაც შეეხება მარკოიშვილს, 29:53 წუთში 13 ქულა ჩააგდო (8-დან 3 ორქულიანი, 4-დან
2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.