"ბიგ ისთის" კონფერენციაში მოასპარეზე "პირატებმა" (გუნდის მეტსახელია) ბოლოსწინა, არასაკონფერენციო მატჩი გამართეს, რომელშიც "ვაგნერ სიჰოუქსს" 89:68 სძლიეს.
მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 18 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. სანდროს ჯამში 2 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაუგროვდა. საუკეთესო იყო ხადინ კარინგტონი, რომელმაც გამარჯვებულებს 26 ქულა შემატა.
"სეტონ ჰოლს" 10 მოგება და 2 მარცხი აქვს და "ბიგ ისთის" კონფერენციაში მე-5
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით