სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” “მანჰეტენი” დაამარცხა

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა პირატსმა" ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. "მეკობრეებმა" "მანჰეტენ იასპერსს" უმასპინძლეს და 74:62 დაამარცხეს.

ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 20 წუთით გამოჩნდა. სანდრომ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 4 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა.

"სეტონ ჰოლმა" არასაკონფერენციო მატჩები დაასრულა და 13 შეხვედრიდან 11 მოიგო. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის კლუბი უკვე "ბიგ ისთის" კონფერენციის ჩემპიონატის ეგიდით ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცის მოქალაქეობაზე იზრუნეთ, სანამ დროა.
ირაკლი
15:37 26-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული