მანუჩარ მარკოიშვილმა "პალაცანესტროს" 19 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ევროთასის შემდეგ ეტაპზე გასულმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში სახლში კანტუს "პალაცანესტროს" სძლია 86:80.

მანუჩარმა 30 წუთი ითამაშა და 19 ქულით თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო (6-დან 2 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი, 7-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა), ხოლო ამ მატჩში ყველაზე მეტი ქულა კანტუელმა კრისტიან ბურნსმა ჩააგდო (20).

"რეჯიო ემილია" 5 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული