bluemanhoop.com: ზაზა ფაჩულია უფრო დახვეწილი მოთამაშე გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკულმა საიტმა bluemanhoop.com-მა ზაზა ფაჩულიას სტატია მიუძღვნა.

სტატიაში საუბარია ზაზა ფაჩულიას ბოლოდროინდელ წარმატებაზე და მისი სათამაშო როლის შეცვლასა და უფრო დახვეწაზე.

"გოლდენ სტეიტი" მოქმედი ჩემპიონია. მათ ჰყავთ სტეფ კარი, გასული სეზონის MVP, რომელსაც ბურთის ჩაგდება ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია.

თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ზაზა ფაჩულია, რომელიც "უორიორსისთვის" ძალიან სასარგებლო მოთამაშეა.

ქართველმა ცენტრმა "მემფისთან" შეხვედრაში, "გოლდენ სტეიტში" პირადი რეკორდი დაამყარა.

მან 17 ქულა დააგროვა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აქვე უნდა ვახსენოთ ფაჩულიას სტილიც. იგი უფრო დახვეწილი მოთამაშე გახდა, რაშიც ეს ვიდეოც
დაგარწმუნებთ.


ზაზა თავის პოზიციაზე თავს ძალიან კარგად გრძნობს.

მან იცის, როდის უნდა იყოს აგრესიული და როდის მშვიდი.

მან თამაშის მიმდინარეობისას უნდა იზრუნოს იმაზე, რომ თავისი სუპერგუნდელებისთვის სასარგებლო იყოს და მას ეს გამოსდის.

"სწავლა არასდროს არ უნდა შეწყვიტო, ყოველთვის იქნება ისეთი რაღაც, რაც რაიმე ახალს შეგძენს", - აცხადებს ფაჩულია.

ზაზა აღნიშნავს, რომ გასული სეზონი მომატებაში მას ძალიან დაეხმარა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ კერიც მას უფრო მეტ სათამაშო დროს აძლევს.

"რა თქმა უნდა, ახლა თავს უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე გასულ სეზონში. თვიდან თვემდე ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება", - აცხადებს ფაჩულია".


მკითხველის კომენტარები / 2 /
ვისაც გვაინტერესებს გვაცადეთ ბატონო
Saakadze
14:57 06-01-2018
0
ეროვნულ ნაკრებში ეგ აღარ თამაშობს და რა მნიშვნელობაა მოუმატა თუ არა თამაშს, ამერიკელებისთვის თამაშობს!!! რაში მაინტერესებს როგორ მოუმატა თამაშს!!!!!
goga
10:14 06-01-2018
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული